პროექტის იდეა ( თემა ):
- მოსწავლეები ცდების საშუალებით შეძლებენ თეთრი სინათლის დაშლას ფერებად.
- მოსწავლეები დააკვირდებიან და გამოიტანენ დასკვნებს , თუ როგორ ვრცელდება სინათლე სხვადასხვა გარემოში.
- მოსწავლეები შეისწავლიან სინათლის ტალღურ ბუნებას.
პროექტის აქტუალობა : 1) სინათლის დისპერსიის ( სინათლის ფერებად დაშლის ) მოვლენის ექსპერიმენტული შესწავლა. 2) დაკვირვება სინათლის ტალღურ ბუნებაზე. 3) რა განაპირობებს ცისარტყელას წარმოქმნას. 4) როგორ შევისწავლოთ სპექტრის ფერები. 5) სინათლის როლი სამყაროს მრავალფეროვნების აღქმაში.
პროექტის მიზანი:
- მოსწავლეები შეიძენენ ტექნოლოგიების , როგორც ინფორმაციის მოძიების, შეგროვების და დახარისხების უნარ-ჩვევებს.
- მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და გადმოცემას.
- მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის , თანამშრომლობის და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევები.
- მოსწავლეებში დროის ლიმიტის დაცვის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეთა ასაკი : IX კლასი 14 - 15 წელი
ვადები : 1-2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები ( პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას ) :
- ფოტომასალა
- ვიდეომასალა
- ნახატები
- პლაკატები
- ჩანაწერები
- სლაიდშოუ
პროექტისათვი საჭირო ძირითადი რესურსები :
ინტერნეტი,კომპიუტერი,პროექტორი,ციფრული ფოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა :
აქტივობა 1 : შესავალი მასწავლებლების მიერ პროეტის იდეის გაცნობა
აქტივობა 2 : 1) ჯგუფების ჩამოყალიბება
2) ჯგუფში ფუნქციების გადანაწილება
3) დავალებების მიცემა
აქტივობა 3 : I ჯგუფის მოსწავლეებს დაევალათ პრეზენტაციის მომზადება MC PP -შო, სქემის ‘’ ცისარტყელას წარმოქმნა’’
აქტოვობა 4 : II ჯგუფის მოსწავლეებს დაევალათ პრეზენტაციის მომზადება MC PP -შო, სქემის ‘’თეთრი სინათლის დაშლა სამკუთხა პრიზმაში’’
აქტივობა 5 : შესრულებული სამუშაოს საზოგადოებისთვის წარდგენა
პროექტის ავტორი: ლია ბრეგაძე
პროექტის ავტორის ელექტრონული მისამართი:liabregadze12@gmail.com
No comments:
Post a Comment